ყოველი წლის 4 ივლისს აშშ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს და ალასკას შტატის მაცხოვრებლები უჩვეულო ტრადიციას ასრულებენ, 91 მეტრის სიმაღლის კლდიდან მანქანებს ყრიან.
საქმე ისაა, რომ ნაციონალური დღესასწაული პოლარულ დღეს ემთხვევა ხოლმე, ანუ ღამე ძალიან ნათელია და ფეიერვერკის გაშვებას აზრი არ აქვს. ალასკელებმაც ღირსეული ჩანაცვლება მოიფიქრეს.
ძველი ავტომობილები, რომელთა შეკეთებასაც აზრი აღარ აქვს კლიდად იყრება და სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია.
სედანები, პიკაპები თუ კროსოვერები ამერიკული სიმბოლიკითაა დამშვენებული და მათი „ფრენის“ სანახავად ბევრი მაყურებელი იკრიბება.
ალასკა დამოუკიდებლობის დღეს ამ გზით უკვე მეოთხედ აღნიშნავს და მონაწილეთა რაოდენობა ყოველ წელს იზრდება.
