BMW–ს დანაყოფმა Motorrad მძღოლის დამხმარე სისტემა – ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი შექმნა. Active Cruise Control მოტოციკლეტის გადაადგილების სიჩქარეს ავტომატურად არეგულირებს და თან წინ მიმავალ სატრანსპორტო საშუალებებთანაც საჭირო დისტანციას იცავს. ადრე მსგავს სისტემებს ავტომობილებზე ამონტაჟებდნენ.

ინოვაციური მოტო–სისტემა ბავარიელმა ინჟინერებმა კომპანია Bosch–თან თანამშრომლობით შექმნეს. სისტემა მძღოლს საშუალებას აძლევს, რომ დისტანციის სამი დონიდან ერთ–ერთი აირჩიოს, შეარჩიოს სასურველი სიჩქარე და ასევე, ავტომატურად აჩქარება და შენელებაც გაააქტიუროს.
პროგრამის შემქმნელებმა ის ფაქტიც გაითვალისწინეს, რომ მოსახვევებში მოტოციკლეტი იხრება და სტაბილურობის შენარჩუნება ძალიან მნიშვნელოვანი ხდება.

BMW–ში იმასაც აღნიშნავენ, რომ ადაპტირებული კრუიზ–კონტროლი ეს დამხმარე სისტემაა და ავტონომიურ მართვას ნამდვილად არ ნიშნავს. სასურველი სიჩქარის შერჩევა თუ დამუხრუჭება ტრადიციულად მძღოლის პრეროგატივა იქნება.

