LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო რამდენიმე ქვეყანას საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის

საქართველოს მთავრობა საზღვრების გახსნის თაობაზე ევროკავშირის ქვეყნებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. რამდენიმე სახელმწიფოსთან უკვე მიღწეულია შეთანხმებები საზღვრების უპირობოდ გახსნის შესახებ. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იუწყება.

ამ თემაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას განიხილეს ევროპაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა არ გახსნეს საზღვრები, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში კი სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა, თანაც საკუთარი სახსრებით.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, უკვე მიღებულია კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომელიც დღეს გახდება ცნობილი. ამ თემაზე მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზე ბრიფინგი გაიმართება.

ამასთან, ორ კვირაში ერთხელ გადაიხედება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყანაში შესვლის პირობები.