LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფოტო: პრინცესა დაიანას საპატივცემულოდ ქეით მიდლტონი ასეთივე კაბაში გამოეწყო

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში პანდემია ჯერ არ დასრულებულა, ბრიტანეთის სამეფო ოჯახი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას დაუბრუნდა. პრინცმა უილიამმა და ქეით მიდლტონმა ამჯერად დედოფალ ელისაბედის სახელობის კლინიკა მოინახულეს. მათი ვიზიტი ბრიტანეთში ჯანდაცვის ნაციონალური სამსახურის დღეს დაემთხვა, რომელიც 72 წლის იუბილეს აღნიშნავს. კემრიბჯის ჰერცოგი და მისი მეუღლე მედპერსონალს შეხვდნენ და მათგან სამახსოვორ საჩუქრები მიიღეს.

ამ დღეს ქეით მიდლტონმა არჩევანი ,,ბიოლა ლონდონის” ლურჯ კაბაზე გააკეთა, რომელიც თეთრი საყელოთი იყო გაფორმებული. ამ კაბის ღირებულება 655 დოლარია და მას მიდლტონმა  ,,პატრიკ მავროსის” სამკაული შეუხამა. საინტერესოა, რომ კაბა ძალიან გავს პრინცესა დაიანას ცნობილ კაბას თეთრი საყელოთი, რომელიც მას 1985 წელს, ოფიციალურ ვიზიტზე ეცვა.