LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართული ოცნების” დეპუტატის ოჯახის წევრს კორონა ვირუსი PCR ტესტით დაუდასტურდა

გარდაბნის რაიონის სოფელ ყარათაქლაში ეპიდემიოლოგებს ელოდებიან.

“ქართული ოცნების” დეპუტატის  ოჯახის წევრს კორონა ვირუსი PCR ტესტმა დაუდასტურა. COVID-19-ის ინფიცირების წყარო მისივე მეზობელია.

როგორც თავად ამბობს, მისი კოვიდ ინფიცირების ალბათობა 0%-ია, რადგან ბოლო რამდენიმე კვირის მანძილზე მას მამიდასთან კონტაქტი არ ჰქონია. სავალან მირზოევი დღევანდელ რიგგარეშე სხდომასაც ესწრებოდა.

ოფიციალური ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებულთა საერთო მონაცემებს დღეს 4 ახალი შემთხვევა დაემატა. ყველა მათგანი იმპორტირებულია. ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია, სამი კი ბოქსირებულ განყოფილებაში საკარანტინე ზონიდან მოხვდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2-ით გაიზარდა.