თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, ქალის მდგომარეობა, რომელიც გუშინ თბილისში ძაღლმა დაგლიჯა, სტაბილურად მძიმეა. მას ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია. ამ ეტაპზე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე და უტარდება ყველა სამკურნალო ღონისძიება მოწოდებული პროტოკოლით.
შემთხვევა გუშინ მოხდა.ძაღლი 67 წლის ქალს თბილისში,წინამძღვრიშვილის ქუჩაზე თავს დაესხა და დაგლიჯა.
