თბილისის პირველი ლედი, დიზაინერი ანუკი არეშიძე სოციალური ქსელის აქტიური მომხმარებელია, შესაბამისად, ხელმომწერებს ხშირად უზიარებს მის ცხოვრებაში მიმდინარე სიახლეებს.
რაჭაში დასვენების შემდეგ, ცნობილი დიზაინერი ოჯახთან ერთად ზღვისპირა ქალაქისკენ გაეშურა. ანუკი არეშიძე ვაჟებთან ერთად ბათუმში ისვენებს, რაც კარგად დაეტყო მის “სთორებს” ინსტაგრამზე.
როგორც ჩანს, პატარა ნიკოლასი დედის საუცხოო გარდერობით ინტერესდება.
ნიკოლა კალაძემ ანუკი არეშიძის ბრენდული სათვალე მოირგო.
