23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. ცოტა ხნის წინს გოგონა იმ სკოლის წინ დაასვენეს, სადაც ის სწავლობდა.
მანამდე მისი ცხედარი ფონიჭალაში, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში იყო დასვენებული, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.
ბაჩალიაშვილის საქმეში არ დევს დრონით ძებნის ჩანაწერები – ადვოკატი

პანაშვიდზე “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი მივიდა, რომელმაც ქვეყანაში არსებულ მძიმე კრიმინოგენულ ვითარებაზე ისაუბრა და შსს-ს საქმის სრულყოფილად გამოძიებისკენ მოუწოდა.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა. გვიან ღამით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ საქმის მასალები მოცულობითია.
ის მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე მოიცავს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, მათ შორის ფოტომასალას, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს.
"არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება“ - დამოუკიდებელი ექსპერტი
"ინექციის დადგენა საკმაოდ ძნელია, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია დასადგენად"
გოგონას სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.
ამ ეტაპზე უცნობია ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც, თუმცა როგორც პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა და ადვოკატმა განაცხადეს, ცხედარს დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.
