„ქრონიკის“ ინფორმაციით, თამარ ბაჩალიაშვილს ანაბარზე 75 000 ლარი ჰქონდა. პარალელურად, “ტვ პირველმა” დაანონსა ნოდარ მელაძის დღევანდელ გადაცემაში, რომ გამომძიებელი ჟურნალისტების მუშაობის შედეგად დგინდება, რომ ბაჩალიაშვილის საბანკო ანგარიშზე დიდი ფულია ნაპოვნი.
პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა. გვიან ღამით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ საქმის მასალები მოცულობითია.
ის მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე მოიცავს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, მათ შორის ფოტომასალას, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს.
ბაჩალიაშვილის საქმეში არ დევს დრონით ძებნის ჩანაწერები – ადვოკატი
ადვოკატის თქმით, მის მიერ გაცნობილ მასალებში არ დევს ბაჩალიაშვილის ის ხუთდღიანი დრონით ძებნის ჩანაწერები, რომლებზეც სამართალდამცავი უწყებები საუბრობენ.
"არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება“ - დამოუკიდებელი ექსპერტი
"ინექციის დადგენა საკმაოდ ძნელია, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია დასადგენად"
ფონიჭალის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილს დღეს დაკრძალავენ. გოოგნას სიკვდილის მიზეზი ამ დრომდე დაუდგენელია.გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს, რასაც ოჯახი კატეგორიულად არ ეთანხმება.
ამ ეტაპზე უცნობია ცხედრის ექსპერტიზის პასუხიც, თუმცა როგორც პირველადი დათვალიერების შემდეგ ექსპერტებმა და ადვოკატმა განაცხადეს, ცხედარს დაზიანებების კვალი არ ემჩნევა.
