პროკურატურამ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მიხეილ რამიშვილს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მისცა. გვიან ღამით, ქვემო ქართლის სამხარეო პოლიციის დატოვების შემდეგ ოჯახის ადვოკატმა თქვა, რომ საქმის მასალები მოცულობითია.
ის მოწმეთა ჩვენებების გარდა, ასევე მოიცავს სამედიცინო ექსპერტიზის პირველად დასკვნას, მათ შორის ფოტომასალას, რომელიც სოფელ მაწევანთან, იმ ადგილასაა გადაღებული, სადაც ხუთდღიანი ძებნის შემდეგ თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარს მიაკვლიეს.
ადვოკატის თქმით, მის მიერ გაცნობილ მასალებში არ დევს ბაჩალიაშვილის ის ხუთდღიანი დრონით ძებნის ჩანაწერები, რომლებზეც სამართალდამცავი უწყებები საუბრობენ.
"არსებობს ვარიანტი, რომ მას გაუკეთეს ინექცია და შემდეგ მოაწყვეს თვითმკვლელობის ინსცენირება“ - დამოუკიდებელი ექსპერტი
"ინექციის დადგენა საკმაოდ ძნელია, მაშინ პრაქტიკულად შეუძლებელია დასადგენად"
“ჩემი კითხვები, პირველ რიგში, დაკავშირებულია ხუთდღიან ძებნასთან, რომლის მიმდინარეობაშიც თუ გამოყენებულია დრონი, მე მაინტერესებს ამ დრონის ჩანაწერები, თუ რა ადგილებია მოძიებული. თვითონაც გაურკვევლობაში არიან, არსებობს თუ არა ეს ჩანაწერები.
ისევ მაქვს ეჭვი, რომ თვითმკვლელობა ასე მარტივად არ მოხდებოდა და შესაბამისად, მხოლოდ ერთ საათში და ორ საათში გაცნობილი ჩვენებების საფუძველზე, მე ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო თვითმკვლელობა”. – ამბობს გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
მისივე თქმით, არის ნიუანსები, რაზეც წინასწარ არ გასცემს პასუხს.
