LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში შესაძლოა FBI-ის სპეციალისტები ჩაერთონ

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში შესაძლოა FBI-ის სპეციალისტები ჩაერთონ. ადვოკატმა აშშ-ის საელჩოს უკვე მიმართა.

ამის საჭიროება იქიდან გამომდინარე დადგა, რომ გამოძიება ბაჩალიაშვილის კომპიუტერს ამ დრომდე ვერ ხსნის.

„უკვე მივმართე შესაბამის ორგანოს, საელჩოსაც. ალბათ, ძალიან მალე ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მოვითხოვ, ფედერალური ბიუროდანაც მოხდეს სპეციალური ექსპერტების მოწვევა, რომ მოხდეს კომპიუტერის გახსნა. იმიტომ, რომ ჯერ 21-ე საუკუნეს ვერ მივაღწიეთ საქართველოში. აღმოჩნდა, რომ ვერ ხსნიან. როცა უნდათ დაშინების და გაჩუმების მეთოდებით ხსნიან, როცა უნდათ ევაჭრებიან, აშინებენ – შეთანხმებებს რატომ არღვევ. სიტყვის და გამოხატვის უფლება ყველას უნდა გააჩნდეს, მე-17 საუკუნეში არ ვცხოვრობთ და რუსეთი არ ვართ“,-განაცხადა მიხეილ რამიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში.”