LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა

უაქციზო სიგარეტის განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადაზიდვაში ბრალდებულ წალენჯიხის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესა და ამავე მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილების ყოფილ უფროსს ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის სახით პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის სახით პატიმრობის გამოყენებაზე.

დაცვის მხარე ორივე დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიებად 100-100 ათასი ლარის ოდენობის გირაოს შეფარდებას ითხოვდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის ტყეში საკრებულოს თავმჯდომარის სამსახურებრივი „ტოიტა პრადოს“ მარკის მანქანა დატვირთეს უაქციზო სიგარეტით. გზაზე კი პოლიციის მითითებაზე მანქანა არ გააჩერეს და მათ წინააღმდეგობა გაუწიეს.

საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.