დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით ქვეყანაში კორონავირუსის ინფექცია მართვადია.
მისივე განცხადებით, თუ ეს ვითარება შენარჩუნდა სწავლა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.
“დღევანდელი ეპიდსიტუაცია თუ გაგრძელდა, არ მგონია, სწავლის დაწყება საფრთხეს წარმოადგენდეს,”-აცხადებს გამყრელიძე.
რაც შეეხება ბაზრობების ჩაკეტვის საკითხს. გამყრელიძე აცხადებს, რომ ბაზრობების ჩაკეტვა არ იგეგმება. ლილოს ბაზრობაზე კი აქტიურად ხორციელდება კვლევები.
„ჩაკეტილი გახლავთ მხოლოდ ერთი სოფელი, ისიც იმიტომ, რომ გაფართოებული კვლევის საშუალებები არ მოგვეცა. ლილოს ბაზრობაზე, რომელიც ყველაზე დიდი ბაზრობაა, საკმაოდ აქტიურად მიდის ტესტირება. ბაზრობებზე გამკაცრებულია თერმოსკრინინგი, პირბადის ტარების წესის დაცვა, დისტანციის დაცვა, ხელების ხშირი დამუშავება. ამასთან, პარასკევიდან დიდ ბაზრობებზე ვიწყებთ შერჩევით კვლევებს, ლილოს ბაზრობაზე კი კვლევა კვლავ გაგრძელდება“,- განაცხადა გამყრელიძემ.
"ეს ადამიანები ძალიან აქტიურები არიან, მუშაობენ სხვადასხვა ბაზრობებზე".
„ბაზრობებზე ყურადღება გასამკაცრებელია“ - ამირან გამყრელიძე
„დღეს გვქონდა ათი ახალი შემთხვევა. ზოგადად, 26 თებერვლის შემდეგ, არის 1155 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა. 82% გვაქვს გამოჯანმრთელების მაჩვენებელი. საკმაოდ გაფართოებულია ტესტირების მაჩვენებელი – მილიონ მოსახლეზე „პისიარ“ ტესტი გვაქვს 58 ათასი. ჩატარებულია კიდევ დამატებითი სწრაფი ტესტები 142 ათასის ფარგლებში.
ჯერჯერობით ორი ცხელი წერტილი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. ერთი არის სოფელი ყარაჯალარი, რომელიც არის გაჩიანის დასახლებაში, ასევე ძირითადი შემთხვევები გვაქვს ხოლმე იმპორტირებული. ტესტირება მიდის ლილოს ბაზრობაზე, სადაც 3000-მდე ადამიანი გვყავს გამოკვლეული და კიდევ ვაპირებთ ამდენივე ადამიანის გამოკვლევას ამ კვირის ბოლომდე“,- განაცხადა გამყრელიძემ.
ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არ მინდა ამ პოლემიკაში ჩართვა - ამირან გამყრელიძე
იყო გაუგებრობები, თუმცა საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება არ მინდა.
