LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არ მინდა ამ პოლემიკაში ჩართვა – ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელის თენგიზ ამის შესახებ გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში ისაუბრა.

„თქვენ რომ ნახოთ ჩვენი მიმოწერა, გაცილებით მწვავე და კატეგორიულია" - ცერცვაძე სერგეენკოსთან ურთიერთობაზე

ცენტრის სახელით გავრცელებული განცხადების შემდეგ ცერცვაძე კიდევ ერთხელ აფასებს სერგეენკოს საქმიანობას.

„რა თქმა უნდა მე ბევრი რამე ვიცი, მაგრამ არ მინდა ამ პოლემიკაში ჩართვა. თენგიზ ცერცვაძე არის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, დავით სერგეენკოსთან კი მაქვს კარგი ურთიერთობა. იყო გაუგებრობები, თუმცა საჯაროდ პოზიციის დაფიქსირება არ მინდა. ფაქტია რომ ინფექციურ კლინიკას არ აქვს ის გარემო რაც მას სჭირდება. თუმცა უკვე გამოიყო ბიუჯეტიდან თანხა და მას ექნება შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, – განახადა ამირან გამყრელიძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

პოლიტიკური ბრძოლა კორონასა და ჰეპატიტს შორის: რა მოყვება ცერცვაძე-სერგეენკოს კრიტიკას

ცნობისთვის, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით სერგეენკომ „იმედის“ ეთერში საუბრისის მისი მოღვაწეობის პერიოდში ერთ-ერთ მთავრ წარმატებად „ც ჰეპატიტის“ ელიმინაციის პრიგრამა დაასახელა. საპასუხოდ ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელმა თენგიზ ცერვაცემ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ სერგენკომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სამედიცინო დაწესებულება – ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი განადგურების პირას მიიყვანა.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/696853357825982