LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ არის კორონავირუსით გარდაცვლილი მე-17 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-17 პაციენტი გარდაიცვალა.

გარდაცვლილი 79 წლის ქალია, რომელიც მცხეთის სამედიცინო ცენტრში მკურნალობდა.

ის ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და მრავალი თანმხლები დაავადება ჰქონდა.

პაციენტის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა და კრიტიკული გახდა დღეს კი გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 1155 შემთხვევაა დაფიქსირებული. მათგან 929 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 6489 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 337 პირია, ხოლო უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.