თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი გამოიძიებს. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” შსს-ში დაუდასტურეს.
"100 პროცენტით დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იყო თვითმკვლელობა."
"იმდენად ჭკვიანი იყო, რაღაც სისტემებში შეაღწია, შეეშინდა, ჩვენ დაგვიცვა და თავი გაწირა" - თამარ ბაჩალიაშვილის დედა
ვახტანგ გომელაურმა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის თხოვნა გაითვალისწინა და გარდაცვლილი გოგონას საქმე გამოსაძიებლად, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისგან, თბილისში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.
თამარ ბაჩალიაშვილის მამა ითხოვდა, მისი შვილის გარდაცვალების საქმე ქვემო ქართლის პოლიციას აღარ გამოეძიებინა და ის შსს-ს გადასცემოდა გამოსაძიებლად.
სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში თამარ ბაჩალიაშვილის პერსონალური კომპიუტერი გაიხსნა
