„როგორ დაეხმარა „სამი მუშკეტერი“ საქართველოს ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში“ -ამ სათაურით სტატიას ბრიტანული მაუწყებელი-BBC აქვეყნებს.
სტატიაში, ყურადღება გამახვილებულია იმაზე, თუ როგორ შეძლო ქვეყანამ პირველივე დღიდან მობილიზება და როგორ ჩაერთო ამ საქმეში ქვეყნის სამი მთავარი მეცნიერი.
ამასთან დაკავშირებით, თენგიზ ცერცვაძემ „POSTV“-ის ეთერში ისაუბრა.
“კითხვა დამისვეს – დარტანიანი რომელი ხართო? მე ვუთხარი, რომ მუშკეტერი სამი იყო და დარტანიანი – მეოთხე და ვფიქრობ, ის გიორგი გახარიაა-თქო…”
BBC: როგორ ეხმარება “სამი მუშკეტერი” საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში
„კორონავირუსის კრიზისის მართვაში დარტანიანის როლს თუ ვინმე ასრულებს ეს არის გახარია და ჩვენ სამი (ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე, თენგიზ ცერცვაძე) როლებს როგორ გავინაწილებთ არ მინდა რომ ვთქვა, რადგან ყველა აირჩევს ათოსს და ეს ასე არ არის, ისე არამისობას პაატას მივცემდი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
