ამირან გამყრელიძის განცხადებით, მესტიაში სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.
გამყრელიძის თქმითვე, დაბა მესტიაში და რამდენიმე სოფელში ტესტირება გაფართოვდება.
ამ დროისათვის, კორონავირუსზე აღებული 800 ნიმუშის პასუხებს ელოდებიან.
"მისი დაწყება ალბათ უფრო მეტად მოსალოდნელია შემოდგომაზე"
გამყრელიძე: დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მეორე ტალღასთან კავშირში არ არის
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი იმედს გამოთქვამს, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში პატარა ეპიდაფეთქება მალე დასრულდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ერთ სოფელში და ერთ თემში კორონავირუსის 32 შემთხვევა გვაქვს, სიტუაცია, სრულად ექვემდებარება კონტროლს. არავითარი პანიკა არ არის. ეპიდემიოლოგებს ადგილობრივი ხელისუფლება ძალიან აქტიურად ეხმარება. ადამიანების გამოყვანა ტესტირებისთვის ორგანიზებულად ხდება. ვფიქრობთ, ამ პატარა ეპიდაფეთქებას დროულად ჩავაქრობთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
პრემიერი: მესტიაში ვირუსის აფეთქებას მივუსწარით, სიფრთხილე გვმართებს
გიორგი გახარიამ შესაბამის უწყებებს მეტი ყურადღებისკენ მოუწოდა.
ცნობისთვის, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შეიზღუდა შესვლა-გამოსვლა მესტიის მუნიციპალიტეტში: დაბა მესტიის, ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, ლენჯერის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
ილუზია შეიქმნა, რომ კოვიდი დავამარცხეთ, არა, ბატონო! – ამირან გამყრელიძე
