LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მეგან მარკლის ყოფილი ქმარი მამა გახდა

მეგან მარკლის ყოფილი მეუღლე, პროდიუსერი ტრევორ ენგელსონი და ნუტრიციოლოგი ტრეისი კურლანდი მშობლები გახდნენ. წყვილს გოგონა შეეძინა. ამის შესახებ ენგელსონმა „ინსტაგრამზე“ დაწერა. ,,კეთილი იყოს შენი მობრძანება ფორდ გრეის ენგელსონ, ეს წელი არც ისე ცუდი ყოფილა“ – წერს პროდიუსერი.

ენგელსონი და კურლანდი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდებიან, მათ 2018 წელს იქორწინეს. რაც შეეხება მეგან მარკლის, სასექსის ჰერცოგინიაზე ენგელსონი 2005 წელს დაქორწინდა და წყვილი ორ წელიწადში დაშორდა.