LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქედაში ავტომობილი ხევში გადავარდა: დედა-შვილი დაშავდა

ქედაში ცენტრალურ გზაზე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, 60 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დედა-შვილი დაშავდა, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ’’სისხლის სამართლის კოდექსის’’ 276– ე მუხლი მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას ითვალისწინებს.

ამ წუთებში ავტომობილის ხევიდან ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.