LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მოერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და ატარეთ პირბადეები” – დუეინ ჯონსონმა და მისი ოჯახის წევრებმა კორონავირუსი დაამარცხეს

დუეინ ჯონსონმა და მისი ოჯახის წევრებმა კორონავირუსი დაამარცხეს. აღნიშნული ინფორმაცია „ინსტაგრამზე“ განთავსებული სპეციალური ვიდეომიმართვით თავად ვარსკვლავმა გაავრცელა.  ჯონსონის თქმით, მისი მთელი ოჯახი კოვიდ-19-ით იყო ინფიცირებული, მათ შორის მისი 4 და 2 წლის ქალიშვილები, ჟასმინი და ტიანა, ასევე მისი მეუღლე ლორენ ჰაშიენი.

თუმცა 48 წლის მსახიობის თქმით, ისინი ამ ეტაპზე ინფექციის გამავრცელებლები აღარ არიან და სულ ცოტა აშორებთ  სრულ გამოჯანმრთელებამდე.

ჯონსონმა თავის 196 მილიონ „ფოლოვერს“ მოუწოდა სათანადოდ აღიქვან საფრთხე და დაიცვან რეკომენდაციები, მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს და ატარონ პირბადეები, ასევე დაიცვან ჰიგიენის ნორმები.

 

View this post on Instagram

 

Stay disciplined. Boost your immune system. Commit to wellness. Wear your mask. Protect your family. Be strict about having people over your house or gatherings. Stay positive. And care for your fellow human beings. Stay healthy, my friends. DJ ? #controlthecontrollables

A post shared by therock (@therock) on

დუეინის თქმით, კორონავირუსის მკურნალობის პროცესი არაფრით ჰგავდა მრავალრიცხოვანი ტრავმებისა და დაზიანებების მიღების შემდეგ მკურნალობას, რაც მას აქამდე არაერთხელ გამოუცდია.

აქამდე უცნობია გულისხმობდა თუ არა ვარსკვლავი „მთელ ოჯახში“ თავის ყოფილ მეუღლეს და ბიზნეს-პარტნიორს, დანი გარსიას და მათ საერთო ქალიშვილს, 18 წლის სიმონეს.