LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ „ნეტფლიქსთან“ კონტრაქტისთვის 150 მილიონი მოითხოვეს

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლიმ საპროდიუსერო კომპანია დაარსეს, რომელიც მხატვრულ და დოკუმეტურ ფილმებს, ასევე საბავშვო პროექტებს გადაიღებს. ცნობილია, რომ სასექსებმა კონტრაქტი გააფორმეს კომპანია „ნეტფლიქსთან“, რომლის ბაზაზეც მომზადდება ახალი პროექტები.

დღეს კი მედიამ გაარკვია, რა დაჯდა აღნიშნული კონტრაქტი. გაირკვა, რომ ჰარიმ და მეგანმა ხელშეკრულებისთვის 150 მილიონი ამერიკული დოლარი მოითხოვეს. საპროდიუსერო კომპანიის სახელი უცნობია, თუმცა როგორც „ნეტფლიქსში“ ამბობენ, ჰარისა და მეგანის კომპანია ექსკლუზიური მომსახურების ფორმატში იმუშავებს.