დღეს განსაკუთრებით მაღალია პროვოკაციების ალბათობა, ამიტომ მეტი სიფრთხილის და ყურადღების გამოჩენა გმართებთ, რათა არ გაებათ მახეში.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა შემოქმედებითი საქმიანობისა და იდეების რეალიზაციისთვის, ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმვებლად, მგზავრობისა და მოგზაურობისთვის, ვალის გასასტუმრებლად და პოზიტიური ცვლილებების განსახორციელებლად, სასიყვარულო პარტნიორთან უთანხმოების მოსაგვარებლად და მეტი სითამამის, გამბედაობის გამოსაჩენად. ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ფინანსური ოპერაციები და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.
ჯანმრთელობა – პოზიტიური დღეა მასაჟისა და წყლის პროცედურებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ გრძნობის ორგანოებს და თავს.
დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ცისფერი, ნარინჯისფერი და ვერცხლისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, წითელი იასპი, ძოწი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ტყუპებისთვის, ლომისა და სასწორისთვის, სირთულეები ელით თხის რქას და თევზებს.
