“ტაბულას” რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი მის მიერ შესრულებული ქართული ცეკვის მორიგ ვიდეოს აქვეყნებს სოციალურ ქსელში.
ვიდეო: როგორ ცეკვავს თამარ ჩერგოლეიშვილი აჭარულს
“ამჯერად შარვალი მებლანდებოდა, მაგრამ ამდენი ქართული, რაც დიპლომი ავიღე, არ მიცეკვია”- წერს თამარი.
ცნობისთვის, თამარ ჩერგოლეიშვილმა სამი თვით “ტაბულას” რედაქტორობა დატოვა და მისი ქმრის, გიგა ბოკერიას საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო.
როგორც საკითხზე კომენტირებისას მან მედიას განუცხადა ფოთში ცალკე შტაბს ჩამოაყალიბებს და ახალგაზრდების მიმართულებას ჩაიბარებს.
