LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“რა ვქნათ, ქართველები ლაღი ერი ვართ, ამით უფრო ვგავართ იტალიელებს და ესპანელებს” – ცერცვაძე ქორწილში მყოფის დაინფიცირებაზე

“რა ვქნათ, სი­მარ­თლეს თვა­ლებ­ში შევ­ხე­დოთ. ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვართ, ქარ­თვე­ლე­ბი ლაღი ერი ვართ. ამით უფრო ვგა­ვართ იტა­ლი­ე­ლებს და ეს­პა­ნე­ლებს, ვიდ­რე სკან­დი­ნა­ვი­ე­ლებს, ან გერ­მა­ნე­ლებს” – ასე უპა­სუ­ხა ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტორ­მა თენ­გიზ ცერ­ცვა­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტის შე­კი­თხვას გა­სულ კვი­რას ქორ­წილ­ში მყოფი ორი სტუ­მარის დაინფიცირებასთან დაკავშირებით.

„ხელისუფლება ცდილობს, რომ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში გამოიყენოს ის ინტერვენცია, რომელიც იმ მომენტში საკმარისია, იმისთვის, რომ ინფექცია მთელ ქვეყანაში არ გავრცელდეს. ჯერჯერობით ჩვენი ქვეყანა სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით ამას ახერხებს. ოპტიმისტი ვარ და დიდი იმედი მაქვს, რომ ამას მოვახერხებთ. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ზედმეტად გავთამამდეთ და უგულებელვყოთ საფრთხე. ჩვენ ძალიან უნდა გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ და უნდა შევასრულოთ ელემენტარული რეგულაციები, რომელიც გაწერილია. ეს რეგულაციები, დამიჯერეთ, არ არის ისეთი, რომ შეუძლებელი იყოს მისი შესრულება. ესაა პირბადეების ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა დახურულ სივრცეში, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის შეკავება, სანიტაიზერებით ხელის ჰიგიენა. ეს მინიმალური შეზღუდვებია და როგორღაც, ნუ გავატანთ ქარს იმას, რასაც მივაღწიეთ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რომ ყველანაირი საფრთხის თავიდან აცილება შესაძლებელია, მაგრამ იმის წარმოდგენა, რომ ყველა საფრთხემ უკვე ჩაიარა, ეს თვითონ შეიცავს უდიდეს საფრთხეს. ეს არ უნდა გავაკეთოთ, ნუ ჩავთვლით, რომ ყველა საფრთხემ ჩაიარა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

გავუფრთხილდეთ იმას, რასაც მივაღწიეთ – თენგიზ ცერცვაძე

 

6 სექტემბრის მონაცემებით,  საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 1 650-მდე გაიზარდა, ამათგან 1 310 უკვე გამოჯანმრთელდა, 19 კი გარდაიცვალა. 

 

კორონავირუსის 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი