LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი – ანი გაბეჩავა

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული არასრულწლოვნების სასამართლო მიმდინარეობს. მცხეთის რაიონულ სასამართლოში 19 ივნისის იუბილარი ანა გაბეჩავა ადვოკატების თანხლებით მივიდა.

„მზად ვარ ყველა შეკითხვას გავცე პასუხი“ – განაცხადა მცხეთის რაიონულ სასამართლოში გამოკითხვაზე მისულმა ანი გაბეჩავამ. 

გაბეჩავამ უარყო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს მან 15 000 ლარი მოითხოვა წვეულების სტუმრებისგან.

მცხეთის რაიონულ სასამართლოში ამ წუთებში ანი გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს.