LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოულოდნელი საჩუქარი…” – ლალი მოროშკინამ ინფექციურ კლინიკას სადეზინფექციო ხსნარი აჩუქა

ლალი მოროშკინამ ინფექციური კლინიკა ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარით დაასაჩუქრა. ამის შესახებ კლინიკა საკუთარ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას.

“მოულოდნელი საჩუქარი არასამთავრობო ორგანიზაცია “ძლიერი ქალი-ძლიერი სახელმწიფოს” თავმჯდომარე ლალი მოროშკინასგან, რომელმაც კლინიკაში ვერცხლისებრი ევკალიპტისგან დამზადებული
ანტიბაქტერიული და სადეზინფექციო ხსნარი მოიტანა.

პროდუქცია ქართულია და 100%-ით ნატურალური. მადლობა! სიკეთე გადამდებია…”