LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ევროპის 49 ქვეყანას შორის ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, რაც ძალიან ბევრს უკვირს: ცერცვაძე

12 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 075 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა – 1 363. გარდაიცვალა 19 პაციენტი.

ქვეყანაში შექმნილ ეპიდვითარებას თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აფასებს.

„მოგეხსენებათ, საქართველოს ევროპის 49 ქვეყანას შორის  ერთ მილიონ მოსახლეზე ყველაზე ნაკლები გარდაცვლილი ჰყავს, თანაც ბევრად ნაკლები, ვიდრე ევროპისა და ამერიკის წამყვან ქვეყნებს. ეს ძალიან ბევრს უკვირს,  მაგრამ ფაქტი ასეა. ჩვენ გვინდა ეს ტრადიცია შევინარჩუნოთ და ჯერჯერობით ამისთვის გვაქვს ყველა პირობა”- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტურობითა და პაციენტისთვის საფრთხით „კოვიდ- 19“  გრიპს გაუტოლდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ კოვიდინფიცირებულს გართულებების იმაზე მეტი რისკი არ ჰქონდეს, ვიდრე ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფებებს აქვთ.

თუ ეხლაც მკაცრ შეზღუდვებს ავირჩევთ, შედეგი კიდევ უარესი იქნება – გიორგი კანდელაკი

“ვინაიდან შემთხვევების რაოდენობა მაინც იზრდება, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამისი დაბალანსება, კონპენსირება მოვახდინოთ, რაც შეიძლება წარმატებული მკურნალობით. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე ითქვა საინტერესო ტერმინი, მოვახდინოთ „კოვიდ-19“- ის „გრიპიზაცია“. დააკვირდით, ძალიან საინტერესო ტერმინია. ეს არ არის ოფიციალური, ლეგიტიმური ტერმინი, მაგრამ ძალიან ტევადია. ანუ მკურნალობის ეფექტურობით და პაციენტისთვის საფრთხით „კოვიდ- 19“   გრიპს გავუტოლოთ. ანუ კოვიდინფიცირებულს არ ჰქონდეს მეტი რისკი გართულებების და სიკვდილის, ვიდრე ეს აქვს ჩვეულებრივი გრიპით ავადმყოფებს. რამდენად შესაძლებელია მოგახსენებთ. ზოგადად, ეს ძალიან ძნელია, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად, მსოფლიოაში სიკვდილიანობის რაოდენობა შემცირდა, ტენდენციაა ასეთი, რომ განახევრდა, დაახლოებით 50-ჯერ, 100-ჯერ მაღალია „კოვიდის“ დროს სიკვდილიანობა, ვიდრე პანდემიური გრიპის დროს. აი, ღორის გრიპს რომ ეძახდნენ, რომელიც 2009-2010 წლებში იყო, ჩვენთან პრაქტიკულად, ეს მაჩვენებლები გათანაბრებულია. არ ვიცი, შევინარჩუნებთ თუ არა ამას, მაგრამ  2009-2010 წლებში ღორის გრიპით 52 პაციენტი დაგვეღუპა და დღეს კორონავირუსისგან რვა თვის განმავლობაში მხოლოდ 19 პაციენტია გარდაცვლილი“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც უფრო მეტი კონტაქტი იქნება გამოვლენილი და დადასტურებული, მით უფრო ნაკლებია გავრცელების საშიშროება – მარინა ეზუგბაია

მისივე განცხადებით, დაახლოებით 2-3 კვირაში ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება და პაციენტების სრული დატვირთვით მიღება იქნება შესაძლებელი.