იაპონელი სტილისტი, კენზო ტაკადა კორონავირუსით გარდაიცვალა. ის 81 წლის იყო. ინფორმაციას მისი პრესმდივანი ავრცელებს.
KENZO-ს ბრენდის დამფუძნებელი პარიზში, ამერიკულ ჰოსპიტალში გარდაიცვალა.
დიზაინერმა თითქმის 50 წლის წინ დააარსა მოდის ბრენდი Jungle Jap, რომელსაც მოგვიანებით მისი სახელი, Kenzo ეწოდა.
2020 წლის იანვარში მან ახალი ბრენდი K3 დააფუძნა.
