უკვე მეოთხე დღეა მაშველები მდინარე ,,მეჯინისწყალში“ დაკარგულ მალხაზ ჯაფარიძეს უშედეგოდ ეძებენ.
შემთხვევა 1 ოქტომბერს, საღამოს საათებში მოხდა. როგორც დაკარგულის დედა ამბობს, მისი შვილი შემთხვევის დროს სამსახურეობრივი მანქანით გადადგილდებოდა. იმ ტერიტორიაზე კი, სადაც მდინარეში მანქანა გადავარდა, მალხაზ ჯაფარიძის გარდა კიდევ ორი ავტომობილი იყო, თუმცა მგზავრებმა გადმოსვლა მოახერხეს.
სამძებრო ღონისძიებებში დღეს დილიდან დაკარგულის ოჯახის ნათესავები და მეგობრებიც ჩაერთვნენ.
