რუსთავი 2-ის გადაცემაში “შორენას ეფექტი” შორენა ბეგაშვილს შვილი, ევა ბარბაქაძე ჰყავდა სტუმრად. დედა-შვილს გულახდილი ინტერვიუ ჰქონდათ.
ევა ყვება, რომ დედის მთავარი გულშემატკივარია. სოციალურ ქსელში შორენას შესახებ ყველაფერს ათვალიერებს და თითოეულ კომენტარს კითხულობს.
ის კი, რაზეც ხალხი შორენას შესახებ ჭორაობს, ევა თვლის, რომ უსამართლობაა.
,,როცა შენზე ცუდ კომენტარებს წერენ თავს ვერ ვიკავებ, რომ არ ვუპასუხო, ბევრი ვერც ხვდება, რომ ეს გულს მტკენს,”-ამბობს ევა.
ამასთან, ევა დედას უმხელს, რომ არაერთხელ უეჭვიანია შორენას გვერდით მყოფ მამაკაცზე, თუმცა აღნიშნავს, რომ მისთვის მთავარია დედა ბედნიერი იყოს.
“თავიდან ვეჭვიანობდი, მაგრამ შემდეგ დავინახე როგორი ბედნიერი იყავი. მიხარია შეყვარებულს რომ გხედავ,”-ეუბნება ევა დედას.
