LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ის, რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება” –  მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დავით გარეჯის საკითხზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრების დაკავებას ვიდეო მიმართვით ეხმაურება.

მისი განცხადებით, ის, რასაც ახლა უკეთებენ ივერი მელაშვილს და სხვა ადამიანებს, არის მცდელობა გადაფარონ ის უბედურება, რაც საქართველოში ხდება.

„სახელმწიფო ინსტიტუტების რღვევა, ხალხის გაღატაკება, ძარცვა, ქვეყნის ერთი ახირებული ფეოდალის პირად საკუთრებად ქცევა – ამ ყველაფრის გადაფარვა ისეთი სისულელით, რასაც სამი წლის ბავშვი არ დაიჯერებს. მე მინდა ვუთხრა ჩვენს ღვაწლმოსილ მუშაკს, ბატონ ივერის და მთლიანად საქართველოს – სულ ცოტა კიდევ გაძელით. ეს მარაზმი რამდენიმე კვირაში დასრულდება და საქართველოში ყველაფერი შეიცვლება. საქართველო ძალიან სწრაფი ტემპით დაიწყებს წინ მოძრაობას და ვერავინ შეძლებას შექმნას ქაოსი და არეულობა ვერც ქვეყნის შიგნით, და ვერც ჩვენს მეზობლებთან. საქართველში მოხდება ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა დემოკრატიული გზით და ამას წინ არ დაუდგება არანაირი სიცრუე და მანიპულაცია“,-განაცხადა სააკაშვილმა.

ადვოკატი: ივერი მელაშვილი მისთვის წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს

ვის გამო კარგავდა დავით გარეჯს საქართველო: დაკავებულია 2 პირი