LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე სომხეთის ელჩს შეხვდა.

შეხვედრა სომხეთის ელჩის ინიციატივით შედგა. ინფორმაციას საპატრიარქო ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხანმოკლე შეხვედრის დროს საუბარი ყარაბაღის რეგიონში არსებულ ვითარებას შეეხო.

საქართველოს ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი და საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა წუხილი გამოთქვა ორივე მხარეს მსხვერპლთა გამო და აღნიშნა, რომ ლოცულობს კონფლიქტის დროულად დასრულებისა და მშვიდობისათვის.