LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის 52-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა

თბილისის 52-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.

სკოლის დირექტორის განცხადებით, მოსწავლის დაინფიცირების წყაროდ სახელდება მისი ძმა, რომელიც ერთ-ერთ ორგანიზაციაში მუშაობს და რომელსაც „კოვიდ-19“ კვირას გამოუვლინდა.

როგორც ცნობილია, მოსწავლეს სკოლაში ორშაბათიდან აღარ უვლია. შესაბამისად, ეპიდემიოლოგებს არც კლასის და არც სკოლის სხვა მოსწავლეების ან პერსონალის იზოლაციაში გადასვლის რეკომენდაცია არ გაუციათ.

სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები.