თბილისის 155-ე და 52-ე სკოლების მოსწავლეებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
სკოლებში ეპიდემიოლოგები მუშაობენ.
52-ე სკოლის 30 მოსწავლე და 8 პედაგოგი თვითიზოლაციაში გადავიდა.
"სწავლა ჩვეულებრივ რეჟიმში გაგრძელდება"
თბილისის 126-ე საჯარო სკოლის პირველი კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა
“ინფრქციონისტებთან გავდივართ კონსულტაციას და იმის მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას. ჩვენს სკოლაში კორონავირუსი გამოვლინდა ოთხშაბათს, შეგვატყობინა მშობელმა. თუმცა, ბავშვის უფროს ძმას დაუდასტურდა კვირას. ბავშვი სკოლაში იყო ხუთშაბათს და პარასკევს, როცა მშობელმა გაიგო, რომ მის ძმას დაუდასტურა ვირუსი, ბავშვი სკოლაში არ მოსულა,”-ამბობს 52-ე სკოლის დირექტორი.
ინფორმაციისთვის, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
კორონავირუსის 519 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – გამოჯანმრთელდა 253 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა
