LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს სახელი მე მიკავშირდება – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საზღვარგარეთ საქართველოს სახელი მასთანაა დაკავშირებული. ამასთან, სააკაშვილი ამბობს, რომ ყველაზე მეტად კომპეტენტური საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად სწორედ ისაა.

„თქვენ დღეს ესაუბრებით ადამიანს, რომელსაც სამჯერ შესთავაზა უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის პრემიერ-მინისტრობა, რომელიც იყო იმ ოლქის გუბერნატორი, რომელიც ტერიტორიულად, პრაქტიკულად, თითქმის საქართველოს ზომისაა, ჩემს თავზე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში და არა, ვიღაც ჭე კლასის ლიგის წარმომადგენელზე. გადახედეთ საბერძნეთის პრესას, ჩემი იქ ჩასვლა ერთ-ერთი მთავარი თემაა, სადაც არ უნდა გამოვჩნდე, საქართველოს სახელი უკავშირდება, გვინდა თუ არ გვინდა, ვინმე ბოღმით და შურით სკდება თუ არა, მე მიკავშირდება. მე ბევრი გავაკეთე, რომ საქართველო მთელი მსოფლიოსთვის სალაპარაკო ყოფილიყო. თქვენ ესაუბრებით ადამიანს, რომელიც არის ყველაზე მეტად კომპეტენტური საქართველოს კრიზისიდან გამოსაყვანად, ამას თუ ვინმე არ აღიარებს, ის უბრალოდ ან იდიოტია, ან სხვა მოტივები ამოძრავებს. ამიტომ, მე არ მაღელვებს არც ერთი თანამდებობა. მე მინდა საქართველოს იყოს სხვათა შორის, პუსტა-პუსტა ქვეყანა კი არა, ერთ-ერთი წამყვანი და სამაგალითო მსოფლიოში და ლიდერი რეგიონში. დიახ, მე ვარ ძალიან ამბიციური ადამიანი, მაგრამ ჩემი ამბიცია ჩემი ქვეყნის წარმატებას და თანამემამულეების უკეთესად ყოფნას უკავშირდება“,-განაცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.