LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გურჯაანში 70 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში 70 წლამდე კაცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი რამდენიმე დღეა არავის უნახავს.

შსს-მ გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს გარეგნული დათვალიერებით დაზიანების კვალი არ აღენიშნება.