პრემიერ-მინისტრის დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში ადასტურებენ.
დაცვის თანამშრომელთან, რომელსაც მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას კორონავირუსი დაუდგინდა, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თვითიზოლაციაში გადავიდა.
ამის თაობაზე პრემიერმა განცხადება სოციალურ ქსელ Facebook-ში საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
