აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს ნინო ნიჟარაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება და სახლში მკურნალობს.
რაც შეეხება კონტაქტებს, ისინი თვითიზოლაციაში არიან და თავს კარგად გრძნობენ. უწყების ცნობით, ჯანდაცვის სამინისტრო კი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.
დღეს, პირველ ნოემბერს, ასევე ცნობილი გახდა, რომ თვითიზოლაციაში გადავიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. იგი კოვიდინიფცირებულის კონტაქტირებული პირია და თვითიზოლაციაში გადავიდა.
