„მე შემიძლია, ჩამოვიდე და თავი შევწირო, მაგრამ თქვენთვის შედეგი იქნება, ერთი პრეზიდენტი მოვკალით უკვე, ზვიად გამსახურდია, რა გინდათ, კი ბატონო, ჩამოვალ, შევწირავ თავს”,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფეისბუქლაივში განაცხადა.
ექს პრეზიდენტი აცხადებს, რომ საერთო გამარჯვებისთვის ის მზად არის თავის შეწირვისთვის.
“ჩვენ გვინდა საერთო გამარჯვება. მე მზად ვარ ყველაფრისთვის და მათ შორის, თავის შეწირვისთვის. თქვენ რა გინდათ, გამარჯვება გინდათ თუ თავის შეწირვა, უბრალოდ, ზვარაკად მიტანა საქართველოდან რუსეთის მიერ გაგდებული კიდევ ერთი პრეზიდენტის სიცოცხლის, ეს ერთად გადავწყვიტოთ და თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ ეს არის მნიშვნელოვანი, ამისთვისაც მზად ვარ“, – განაცხადა სააკაშვილმა.
