LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაცნობიერებული გვაქვს ის, რა დღეში ხართ თქვენ და დაგვიჯერეთ, ფსიქოლოგიურად ჩვენ თქვენზე არანაკლებ ცუდ დღეში ვართ – თენგიზ ცერცვაძე

“ჩვენც გაგვიგეთ, რომ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ”,- ამის შეახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ “პირველი არხის” ეთერში განაცხადა.

მან საზოგადოებას ბოდიში მოუხადა ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის ფონზე არსებული დაბრკოლებების და გამოწვევების გამო.

„ეს კარგი არ არის და ეს გამოწვეულია ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზებით. საბოლოო ჯამში, ყველაფერი, რაც ქვეყანაში ხდება, ხელისუფლების და ჯანდაცვის სამინისტროს ბრალია. მე, როგორც ამ შეხვედრაზე მათი წარმომადგენელი, მათი სახელითაც ვლაპარაკობ და ვიღებ პასუხისმგებლობას, მაგრამ გაგვიგეთ, რომ ჩვენ ამ პასუხისმგებლობას არ გავურბივართ, გაცნობიერებული გვაქვს ის, რა დღეში ხართ თქვენ და დაგვიჯერეთ, ფსიქოლოგიურად ჩვენ თქვენზე არანაკლებ ცუდ დღეში ვართ“, – განაცხადა ცერცვაძემ.