LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღის ჰოროსკოპი – მიხეილ ცაგარელის 5 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

მაქსიმალურად გააკონტროლეთ საკუთარი ქცევა და გამონათქვამები, გამოიჩინეთ მეტი თავმდაბლობა, არ ღირს ქათინაურებს აყოლა და საკუთარი შესაძლებლობების გადაფასება. ეცადეთ გაისტუმროთ ძველი ვალები.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთ დღეა შემოქმედებითი და ინტელექტუალური საქმიანობისთვის, თვითშემეცნებისა და საკუთარ სურვილებში გასარკვევად, საიუველირო ნაწარმისა და ძვირფასი ნივთების, ლატარიის ბილეთების და საჩუქრების, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შესაძენად. ნაკლებად გაამართლებს ფინანსური გარიგებები და ხელშეკრულებების გაფორმება, ბინის შეცვლა და სესხის აღება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს და ხერხემალს, მოერიდეთ ნერვიულობას და სიმძიმის აწევას.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ლურჯი, ბეჟი, ნარინჯისფერი და ოქროსფერი, ასევე ბრილიანტი, ქარტვა, მთის ბროლი, სარდიონი და სერდოლიკი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა ვერძისთვის, ლომის და სასწორისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ კუროს, კირჩხიბს და თევზებს.