LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას” – გიგი უგულავა

“ლელოს” ოფისში ოპოზიცია მორიგ სამუშაო შეხვედრას მართავს. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ განუცხადა, პლებისციტი  შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა.

ამასთან, უგულავა ხაზს უსვამს იმას, რომ ცესკო-ს რეფორმა თუ არ განხორციელდა არც არჩევნებს და არც პლიბისციტს აზრი არ აქვს.

“პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა დამოკიდებულია „ქართულ ოცნებაზე” – ნინო ბურჯანაძე

“პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა” – ნიკა მელია

„მინდა სიცხადე შევიტანო, ჩვენი შეთავაზებები შედგება რამდენიმე პუნქტისაგან და ეს შემიძლია ღიად ვთქვა, რადგან პირველი ნოემბრიდან ამას ვიძახი : პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ცესკო-ს სრული რეფორმა და რიგგარეშე არჩევნები. ეს არის სრული პაკეტი. ცესკო-ს სრული რეფორმის გარეშე გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი, გინდ მარსზე გაფრენა, არ განიხილება. პოლიტპატიმრების გარეშე არ განიხილება. რაც შეეხება რიგგარეშე არჩევნებს, რიგგარეშე არჩევნები რჩება და არის ჩვენი უპირობო მოთხოვნა, პლებისციტი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ რიგგარეშე არჩევნებამდე მისვლის გზა. თუმცა, იგივე ცესკოთი არც პლებისციტს მივიღებთ, არც რიგგარეშეს, არც მარსზე გაფრენას. ცესკო-ს საკითხი ნებისმიერ პაკეტში დევს როგორც აუცილებელი მინიმალური ატრიბუტი იმისათვის, რომ საზოგადოებას ჰქონდეს განცდა, რომ სამართლიანად ჩატარდა, გინდა რიგგარეშე იყოს, გინდა პლებისციტი. ჟვანიას ან იმ კანონმდებლობის პირობებში, რაც დღეს „ქართულ ოცნებას“ თავის თავზე აქვს მორგებული, ეს ვერ და არ განხორციელდება“, – განაცხადა უგულავამ.