“ლელოს” ოფისში ამ წუთებში ოპოზიციის შეხვედრა მიმდინარეობს.
როგორც შეხვედრის დაწყებამდე “ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით დაიძლევა.
“ხელისუფლებამ ჩვენი წინადადებები იცის, მაგრამ ხელისუფლება დუმს. ხელისუფლებამ, რომელმაც 31 ოქტომბერს გიგანტური ანტისახელწიფოებრივი ნაბიჯი გადადგა, რაც არჩევნების ჩაუტარებლობაში გამოიხატა, პოლიტიკური კრიზისი შექმნა. ამ პოლიტიკურ კრიზისს დაძლევა უნდა – კრიზი მხოლოდ ახალი არჩევნების ჩატარებით დაიძლევა“,-განაცხადა ნიკა მელიამ.
