პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საჯარო მოხელეებს პროფესიულ დღეს ულოცავს.
პრემიერის განცხადებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
“დღეს საჯარო მოხელის დღეა. ვულოცავ თითოეულ მათგანს პროფესიულ დღეს და მადლობას ვუხდი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს მშენებლობაში შეტანილი პროფესიული წვლილისთვის.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ, ვინც პანდემიასთან ბრძოლის ურთულეს პროცესში მონაწილეობს და ძალისხმევას არ იშურებს ჩვენი ქვეყნის უკეთესი ხვალინდელი დღისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი, კეთილსინდისიერი ყოველდღიური შრომით დროულად შევძლებთ კრიზისის გადალახვას და ქვეყნის სწრაფი განვითარების აქტიურად გაგრძელებას.
კიდევ ერთხელ ვულოცავ საჯარო მოხელეებს, ვუსურვებ წინსვლას და წარმატებას ჩვენი ქვეყნის სამსახურში,” – აღნიშნულაი პრემიერის განცხადებაში.
