“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, მის მიერვე დაანონსებულ პროცესებს გამოეხმაურა და განმარტა, რას ნიშნავს მშვიდობიანი რევოლუცია.
ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.
“ვისაც სიტყვა რევოლუცია ეხამუშება – მშვიდობიანი რევოლუცია ნიშნავს იმას, რომ სამოქალაქო პროტესტის შედეგად ხელისუფლება იძულებულია გადადგეს და ინიშნება ვადამდელი არჩევნები – ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი და ფუნდამენტიც კი მანიფესტაციაც და აქციაც არის ფუნდამენტური უფლება და გამოხატვის ნაწილი. გავითვალისწინოთ რომ რეჟიმმა ხალხს წაართვა არჩევანის უფლება ანუ არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილების შანსი,”- წერს ნიკა მელია.
ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ არჩევნები არ ჩატარდება: ნიკა მელია
