LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფალს ვთხოვ, ეს სიტყვები და გვერდში დგომა ჩემს ხათუნაზე ასმაგათ გადაგიხადოთ – ზურა ხაჩიძე

ჯგუფ ,,ქუჩის ბიჭების” წევრი, მომღერალი ზურა ხაჩიძე შობა ახალ წელს ულოცავს მოსახლეობას და მადლობას უხდის მათ მხარდაჭერისთვის.

გილოცავთ შობა-ახალ წელს დაესწარით მრავალს! გახარებული და ჯანმრთელები გამყოფოთ ღმერთმა, თქვენი ოჯახებით.

მადლობა მხარში დგომისთვის თითოეულ თქვენგანს და უფალს ვთხოვ, ეს სიტყვები და გვერდში დგომა ჩემს ხათუნაზე ასმაგათ გადაგიხადოთ!

მჯერა 2021 წელი საქართველოსთვის კიდევ უფრო წარმატებული იქნება და მეტად გვეყვარება ერთმანეთი. ნუ დავხოცავთ ერთმანეთს განსხვავებული აზრისთვის, ვიყოთ კორექტულები და მეტად მოვეფეროთ ერთმანეთს, შეუნდოთ ერთმანეთს და გვიყვარდეს არამარტო სადღეგრძელოებში ჩვენი ქვეყანა არამედ გულით და სულით.

ყველა ემიგრანტს მინდა განსაკუთრებით მივულოცო და ვუსურვო მალე საქართველოში დაბრუნება!

მიყვარხართ ყველანი – მადლობა უფალს ყველაფრისთვის!