LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პირველად, აშშ-ს კონგრესმა ტრამპის ვეტო გააუქმა

აშშ-ს კონგრესმა  შეძლო და  პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ თავდაცვის ხარჯების კანონპროექტისთვის დადებული ვეტო დაძლია, რაც პირველად მოხდა მისი პრეზიდენტობის პერიოდში.

აღნიშნული გადაწყვეტილების მისაღებად, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატი საგანგებოდ შეიკრიბა საახალწლო სესიის ფარგლებში.

შეგახსენებთ, 24 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ვეტო დაადო. რომელიც მოიცავდა თავდაცვის პოლიტიკის დაფინანსებას 740 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით. ამ თანხიდან დაახლოებით $70 მილიარდი საზღვარგარეთ გაუთვალისწინებელი ოპერაციებისთვის არის განკუთვნილი. თავდაცვის ბიუჯეტის პროექტში საუბარია საქართველოზეც.

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ 2021 წლის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს ფაქტორი გაითვალისწინა

რუსეთის მხრიდან აგრესიის შესაკავებლად დეპარტამენტმა შავი ზღვის რეგიონის მიმართ, ყურადღება და რესურსები უნდა გაზარდოს.

 

 

ტრამპი, რომელიც თანამდებობას რამდენიმე კვირაში დატოვებს, ეწინააღმდეგება კანონპროექტის გარკვეულ დებულებებს.