მოერიდეთ სარისკო მოქმედებებს, არ ღირს დაუფიქრებლად მოქმედება და სულსწრაფი გადაწყვეტილებების მიღება. ნაკლებად ჩაერიეთ სხვათა საქმეში, რადგან ასე მხოლოდ კონფლიქტს გამოიწვევთ.
პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ინფორმაციის შესაგროვებლად და ცოდნის გასაღრმავებლად, ფინანსური ოპერაციების განსახორციელებლად და მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, ახალი ნაცნობების შესაძენა, უძრავი ქონების ყიდვა და გაყიდვა.
ჯანმრთელობა – კარგი დღეა დიეტის დასაწყებად, ფიზიკური დატვირთვისა და იოგას ვარჯიშებისთვის. გაუფრთხილდით დასუსტებულ გულს, ელენთას და კუჭს.
დღის ფერები და მინერალები – ყავისფერი, ნაცრისფერი, მწვანე, ნარინჯისფერი, ყვითელი და კრემისფერი, ასევე ოპალი, მალაქიტი, აგატი, ქრიზოპრაზი, ყვითელი და მწვანე იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.
ზოდიაქოს ნიშნები – პოზიტიური დღეა კუროსა და კირჩხიბისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს, სასწორს, მშვილდოსანს და მერწყულს.
