LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში მკვლელობა მოხდა

ბათუმში, ე.წ. მუყაოს ქალაქში, მკვლელობა მოხდა.

მოკლულია 45 წლამდე ასაკის მამაკაცი. მას ჭრილობა კისრის არეში მიაყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

ამასთან, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც უკვე საავადმყოფოშია მოთავსებული.

შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.